მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი მატჩი სიეტლში გაიმართა, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავსტრალიას უმასპინძლა.
მაყურებელმა მაურისიო პოჩეტინოს გუნდის მორიგი ტოპ პერფორმანსი იხილა — მუნდიალის მასპინძლებმა მეტოქეს ყველაფერში აჯობეს და სრულიად დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს. ამერიკის შეერთებული შტატები 1/16 ფინალში ითამაშებს!
აშშ 2-0 ავსტრალია
გოლები: 1-0 ქემერონ ბურგესი (ს.კ.) 11', 2-0 ალექს ფრიმანი 43'.











