ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, სადაც პარი სენ-ჟერმენი ბაიერნს დაუპირისპირდა, ტრავმა მიიღო პარიზული კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა აშრაფ ჰაკიმიმ.
როგორც დღეს ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, მაროკოელმა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხზე კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც პირველადი ინფორმაციით დაახლოებით 6-დან 8 კვირამდე გამოტოვებს.
27 წლის განაპირა მცველმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო. მძიმე ტრავმის მიუხედავად, აშრაფ ჰაკიმი იმედოვნებს, რომ აფრიკის თასზე მონაწილეობას მაინც შეძლებს.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





