ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა უსმან დემბელემ 2026 წლის ოქროს ბურთის ტოპ 3 ფავორიტი დაასახელა.
"ვფიქრობ, ეს პრიზი პსჟ-ს მოთამაშის ხელში დარჩება. ჩემი ტოპ 3? - კვარაცხელია, ჰარი კეინი და კილიან მბაპე, მათ საოცარი სეზონი ჰქონდათ.
მე? - არა. ჩემს თავზე არასდროს ვსაუბრობ და ჩემს თავს ხმას არასდროს ვაძლევ. კიდევ არიან ფეხბურთელები, რომელთაც ამ ჯილდოს მოგება შეუძლიათ.
მაგალითად, მაიკლ ოლისე, წარმოუდგენელი სეზონი ჰქონდა და ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო. ლამინ იამალი, ფაბიან რუისი და არ უნდა დავივიწყოთ პაჩოც", - განაცხადა დემბელემ.
Ousmane Dembélé gives his 2026 Ballon d'Or top 3 ahead of the nominees announcement 👀🌕
— Ballon d'Or (@ballondor) September 8, 2026
Discover them live on https://t.co/tzQSMLbRtM#ballondor pic.twitter.com/4ZPHQeGn2Y




![[VIDEO] Game Winner საკუთარი ნახევრიდან — მერკვილაძემ გრონინგენს მოაგებინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FsHNn171AO17NhnhoHALoYIHU192rFSM8.jpg&w=3840&q=75)







