სერია ა-ს 25-ე ტურში, მონცამ მილანს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. პიოლიმ ამ შეხვედრაში, რამდენიმე სასტარტო ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა, რასაც შესაბამისი შედეგიც მოჰყვა - პალადინოს გუნდმა მეტოქეს აჯობა და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა.
"როტაცია? პულისიკის დასვენება თავიდანვე გეგმაში იყო, რადგან გადაღლილია. ლეაოს დღეს ძირითადში უნდა დაეწყო, მაგრამ ბოლო ვარჯიშზე, ფეხის კუნთის ტკივილი იგრძნო და არ გავრისკეთ.
ასეთი შეცდომები დიდი ხანია არ დაგვიშვია. საწყისი 30 წუთი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ დავუშით უპატიებელი შეცდომები, რის გამოც დავისაჯეთ. პირველ ტაიმში დაგვაკლდა სისწრაფე, ბურთის უფრო ჩქარი და მოქნილი გადაადგილება. ჩვენი დონის გუნდს ასე თამაში არ ეკადრება. მესამე ადგილი ჯერ გარანტირებული არაა, თუმცა არც მეორე ადგილია ძალიან შორს." - განაცხადა მილანის თავკაცმა.