თურქეთის სუპერლიგის 23-ე ტურში შოთა არველაძის ფათიჰ კარაგიუმრუქმა საკუთარ კედლებში მიიღო ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანი, რიზესპორი, რომელიც ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მასპინძლები დომინირებდნენ მთელი მატჩის მანძილზე, ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც, დარტყმები - 17:5, ზუსტი დარტყმები - 5:3.
სტამბოლურმა გუნდმა პირველი ტაიმი მოიგო მინიმალური ანგარიშით, შეხვედრის მეორე ნახევარში კი სხვაობა ოთხ ბურთამდე გაიზარდა. "შავ-წითლები" 24 ქულით ამჟამად არიან მე-16 პოზიციაზე და გასავარდნ ზონას მათ ერთი ქულა აშორებთ. არველაძის გუნდის შემდეგი მეტოქე იქნება ჰატაისპორი, მატჩი 2 თებერვალს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი დამრიგებელი კარაგიუმრუქში მუშაობს 2023 წლის დეკემბრიდან, მისი მონაგარი ასეთია - 3 მოგება, 1 ფრე და 5 მარცხი. აქვე დავამატებთ, რომ ფათიჰამდე, შოთის თურქეთში უმუშავია ტრაბზონსპორში, კაისერისპორსა და კაზიმფაშაში. მისი ბოლო გაჩერება კი ჩემპიონშიფის ბინადარ ჰალში იყო.