ლივერპულიდან წასვლის შემდეგ, იურგენ კლოპი ფეხბურთისგან ისვენებს და რედ ბულის სისტემაში მრჩეველის ამპლუაში გვევლინება. ფეხბურთის ქომაგებს შორის აქტუალურია კითხვა, თუ ვინ იყო საუკეთესო შეგირდი გერმანელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში. საინტერესოა, რომ 2021 წელს, მერსისაიდელთა ექს-დამრიგებელმა Bild-თან საუბარში თავისი ფავორიტი დაასახელა.
"ჩემი საუკეთესო შეგირდი? - უსამართლობა იქნება, თუ ლევანდოვსკის არ დავასახელებ. წარმოუდგენელია, თუ რამხელა პროგრესს მიაღწია მან მთელი ამ წლების განმავლობაში. საფეხბურთო სამყაროში მოხდებოდა სრული სიგიჟე, თუ ყველა მოთამაშე რობერტისგან მაგალითს აიღებდა. ასეთი მიდგომით სრულყოფილი ფეხბურთელები გვეყოლებოდნენ", - განაცხადა 57 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ კლოპი და პოლონელი თავდამსხმელი ერთად მუშაობდნენ დორტმუნდის ბორუსიაში, 2010-2014 წლებში. აღნიშნულმა დუეტმა ბუნდესლიგა 2-ჯერ მოიგო, ერთხელაც კი ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ. რაც შეეხება სტატისტიკას, ვესტფალიელთა ექს-ფორვარდმა გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით 187 მატჩში, 103 ბურთი გაიტანა.