ჩემპიონთა ლიგის დაბრუნებამდე სულ რაღაც 48 საათია დარჩენილი. სამშაბათს, ფეხბურთის გულშემატკივრები ორ მატჩს იხილავენ. ლონდონში ერთმანეთს არსენალი და რეალ მადრიდი დაუპირისპირდებიან, ხოლო მიუნხენში, ბაიერნისა და ინტერის მატჩი გაიმართება.

რეალ მადრიდი არსენალთან პირველ დაპირისპირებას დანაკლისით ხვდება. როგორც ირკვევა,
დანი სებალიოსი და
ფერლან მენდი ტრავმების გამო ამ მატჩს გამოტოვებენ. ძველი ტრავმები აწუხებთ
აურელიენ ჩუამენის, ანდრეი ლუნინს, დანი კარვახალსა და
ედერ მილიტაოსაც, რომლებიც ასევე გამოტოვებენ ამ დაპირისპირებას.
კარლო ანჩელოტისთვის საბედნიეროდ, სამატჩო განაცხადში დაბრუნდება ტიბო კურტუა, რომელიც არსენალთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.
შეგახსენებთ, არსენალი-რეალ მადრიდის პირველი დაპირისპირება 8 აპრილს, ლონდონში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.