ტიერი ანრი მანჩესტერ სიტის ევერტონთან ქულების დაკარგვას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ჩამორჩენა არსენალთან ამ მომენტისთვის სამ ქულას შეადგენს. ფრანგი ექს-ფორვარდის თქმით, ლონდონელთა ჩემპიონობა რეალურია ისე, როგორც არასდროს, რადგან ყველაფერი ახლა სწორედ მათ ხელშია.
"ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მან სიტი ქულებს ევერტონთან დაკარგავდა. ახლა ყველაფერი არსენალის ხელშია, ყველაფერს წყვეტენ ისინი და არა მანჩესტერელები. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლონდონელები უკვე არიან ჩემპიონები, წინ, ვესტ ჰემთან გასვლითი შეხვედრა არის.
არ მინდა წინასწარ ზეიმი. "მეთოფეებს" მივცემდი ასეთ რჩევას - ითამაშეთ და იმარჯვეთ თქვენს მატჩებში, "ქალაქელებს" ნუ მიაქცევთ ყურადღებას. კონცენტრირება მხოლოდ საკუთარ თავებზე მოახდინეთ", - განაცხადა ემირეიტსის მკვიდრთა ექს-კაპიტანმა.








