პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ფარგლებში, ლონდონის არსენალმა საკუთარ კედლებში ნიუკასლ იუნაიტედი მიიღო, რომელიც ანგარიშით 4:1 გაანადგურა. "მეთოფეების" მხრიდან ბურთები გაიტანეს კაი ჰავერცმა, ბუკაიო საკამ და იაკუბ კივიორმა. სვენ ბოტმანის ანგარიშზე კი ავტოგოლია. "კაჭკაჭების" მხრიდან ერთადერთი გოლი ჯო უილოკმა გაიტანა.
"ჯორდებთან" გამარჯვების შემდეგ, "კანონირებმა" 58 ქულა მოაგროვეს. მართალია, ისინი მესამე ადგილზე რჩებიან, თუმცა პრემიერ ლიგის ლიდერებთან ძალიან ახლოს პოზიციონირებენ. ლივერპულს ერთი ქულით, ხოლო მანჩესტერ სიტის ორი ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხებათ "შავ-თეთრებს", ისინი ევროთასების ზონას კიდევ უფრო ჩამოშორდნენ.