წლევანდელი ევროტურნირები ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. ტორპედო აზერბაიჯანულ ზირას დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 6:0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი იმერული კლუბის გერმანელმა სპეციალისტმა დირკ შუსტერმა გააკეთა, რომელმაც გაბრაზებულ ქუთაისელ გულშემატკივრებსაც მიმართა.
"ვფიქრობ, პირველმა გაშვებულმა გოლმა დაღი დაგვასვა და ჩვენი გეგმები შეცვალა. ის გარემო, რაც თამაშის დროს იყო, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის, საკმაოდ ტოქსიკური აღმოჩნდა.
არსად არ მივდივარ, ვაგრძელებ მუშაობას და ვფიქრობ მხოლოდ მომდევნო შეხვედრებზე, რათა ტორპედოსთან ერთად წარმატებას მივაღწიო.
რაც შეეხება კითხვას, რომ ქომაგებს ჩემი გუნდიდან წასვლა სურთ და რატომ არ მივდივარ - ამ კითხვაზე პასუხს არ გავცემ", - განაცხადა შუსტერმა.












