მადრიდის რეალის ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მათ გუნდებს აქვთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "სამეფო კლუბი" გადალახავს მიუნხენის ბაიერნის ბარიერს, პარის სენ-ჟერმენი კი დორტმუნდის ბორუსიას დაამარცხებს.
"მბაპე გამორჩეული ფეხბურთელია. ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა 18 წლის ასაკში, რაც ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულობას. საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე? - კილიანს შეუძლია ისტორიაში შესვლა, მაგრამ ჯერჯერობით პირველ პოზიციაზე ზიდანი არის", - განაცხადა გერმანელმა უკანახაზელმა.
აქვე დავამატებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფრანგი თავდამსხმელი დატოვებს პსჟ-ს და "ბლანკოსს" მიაშურებს. რამდენიმე დღის წინ, პარიზელთა ლიდერი საფრანგეთის ჩემპიონი თავის კარიერაში მეშვიდედ გახდა. კარლო ანჩელოტის გუნდი კი თავის მხრივ ახლოს არის პრიმერაში მორიგ ჩემპიონობასთან.