მილანის შემტევმა, რაფაელ ლეაუმ მიმდინარე სეზონის ყველაზე უსიამოვნო მოვლენა გაიხსენა. ახალგაზრდა გარემარბისთვის ასეთი არის მომენტი, როდესაც "როსონერის" ყოფილმა თავკაცმა, პაულო ფონსეკამ ის ზედიზედ 3 მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ამის მიუხედავად, თავად პორტუგალიელი ვინგერის თქმით, თანამემამულე დამრიგებელთან მას პრეტენზიები არ აქვს.
"ფონსეკას მიმართებაში საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. დიახ, იყო სირთულეები, თუმცა ეს ყველაფერი საქმის ნაწილია. ის თავის მოვალეობას ასრულებდა, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებდით, მაგრამ ამ ყველაფერმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. პაულოს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ თავის სამომავლო კარიერაში.
უსიამოვნო მომენტი? როდესაც ზედიზედ სამ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დავრჩი. დიახ, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუმცა ახსნა, თუ ასე რატომ ხდებოდა, უადგილო არ იქნებოდა. მსგავსი შემთხვევა ჩემს მილანურ კარიერაში პირველად მოხდა და ცხადია, გარკვეული დასკვნები გამოვიტანე", - განაცხადა "როსონერის" ვინგერმა.