ლეო მესის პირადი დაცვა, რომელიც არგენტინელი ფეხბურთელის ყველა თამაშის დროს მოედანთან იდგა და საჭიროების შემთხვევაში მოედანზე შედიოდა კიდეც, ამერიკაში მინდორზე შესვლა აეკრძალა.
"მოედანზე შესვლის უფლებას აღარ მაძლევენ. 7 წელი ვიმუშავე ევროპაში - ლიგა 1-ისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს და ჯამში მხოლოდ 6 ადამიანი შევარდა მოედანზე.
ჩამოვედი ამერიკაში და 20 თვის განმავლობაში, რაც აქ ვარ, 16 ადამიანი შევარდა მოედანზე - აქ ამის დიდი პრობლემაა, რომელიც ვფიქრობ, გადავჭერი. მე არ ვარ საუკეთესო, მაგრამ ევროპაში დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული", - განაცხადა იასინ ჩეუკო.
ჩეუკო აშშ-ს არმიის ყოფილი ჯარისკაცია, საბრძოლო გამოცდილებით ერაყსა და ავღანეთში, რომელიც ვარჯიშობს კრივში და ტაეკვონდოში. მას MMA-ს რამდენიმე ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული.