ევროპა ლიგაზე, ბენფიკასთან განცდილი მარცხის შემდეგ, მილანის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა მედიასთან ისაუბრა.
"როგორც წინა მატჩებშიც, ბენფიკასთანაც ხშირად ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ ზოგჯერ თავად ვიქმნით უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე მაშინ, როცა ბურთი მეტოქეს აქვს.
მეტოქის საჯარიმოსთან კრეატიულობა გვაკლია. გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენი იდეები დავკარგეთ. გარკვეულ მომენტებში სახიფათოდ დავკარგეთ ბურთი და საფრთხის თავიდან ასაცილებლად მომზადებულები არ ვიყავით. არ ვიცი, პრობლემა მენტალურია თუ არა, მაგრამ ზედიზედ მეორედ მოხდა, რომ პირველ ტაიმში თამაშში ბოლომდე ვერ ჩავერთეთ.
ასეთ გოლებს არ უნდა ვუშვებდეთ, რადგან საგოლე მომენტების შექმნასთან დაკავშირებით ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს და ამ ყველაფერს ეს პრობლემაც ემატება. მეტოქის მცველების უკან სივრცის შესაქმნელად წინ არავინ გარბოდა. შესვენებაზე ამაზეც ვისაუბრეთ კიდევაც, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისშივე ისევ მოგვიწია დიდი წნეხის გადატანა.
რატომ არ დავაყენე ის შემადგენლობა, რომელმაც ლაციოსთან მეორე ტაიმში ითამაშა? ამაზე მარტივი პასუხი მაქვს, არ ვიცოდი, რაბიოს რამდენი წუთის თამაში შეეძლო. არც პულისიკის სათამაშო დრო ვიცოდი - მისი ისტორია უნდა გავითვალისწინოთ. ზოგჯერ არის საკითხები, რომლებიც ადამიანებმა არ იციან და მე ყველაფრის მართვა მიწევს.
გარკვეულ მატჩებზე მოსარგებად გამოსავალს ვიპოვით. იდეები უნდა შევქმნათ, მაგრამ ამავდროულად გამარჯვებაც გვჭირდება. თუ ამისთვის ადაპტაციაა საჭირო, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და რაღაცებს აუცილებლად შევცვლით."













