მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში არგენტინასთან განცდილი დრამატული მარცხის შემდეგ, ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელმა, ჰოსამ ჰასანმა კომენტარი გააკეთა.
"არ მინდა ყველაფერი იღბალს დავაბრალო, რადგან უსამართლოდ გაგვქურდეს, ვერანაირი პატივისცემა და სამართლიანი თამაში ვერ ვნახეთ. პენალტი ჩვენს სასარგებლოდ არ დაინიშნა და VAR-ზეც კი არ გადამოწმდა, მაშინ როცა მეორე გოლი საოცარი მიზეზით გაგვიუქმეს. განცდილი უსამართლობის გამო ამ მსოფლიო ჩემპიონატს თვალს აღარ მივადევნებ, ეს ჩემი პროტესტის ფორმა იქნება."
"კითხვებს აჩენს მატჩის განრიგიც — თამაშს დღის 12 საათზე არასდროს ნიშნავენ. ვისაც ეს განრიგი შეჰყავს, ფეხბურთი არასდროს უთამაშია. შუადღისას სასეირნოდ მიდიხარ ან ბრანჩს მიირთმევ და ფეხბურთის სათამაშოდ არ გადიხარ. ფეხბურთელებმა როდის უნდა ჭამონ, დილის 7:30-ზე? ბევრი რამ არის საეჭვო როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. შესაძლოა, მათ უბრალოდ მსოფლიო ჩემპიონების ტურნირზე დატოვება და მესისთვის ხელის შეწყობა სურდათ."
"ფეხბურთში ხანდახან არის გარეგანი ფაქტორები, რომლებიც ტექნიკურ ასპექტებს სცდება და მოქმედმა ჩემპიონებმა მხარდაჭერა ყველა დონეზე მიიღეს. მიუხედავად ამისა, ძირითადად ადგილობრივი ჩემპიონატის მოთამაშეებით შევძელით ნებისმიერ მეტოქესთან კონკურენცია და ჩემი ბიჭების შრომით ძალიან კმაყოფილი ვარ." — ჰოსამ ჰასანი.












