მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა კაპიტანმა, შტეფან ეფენბერგმა, კილიან მბაპეს მადრიდის რეალში მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. უკვე გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფრანგი ფორვარდი პარის სენ-ჟერმენიდან სწორედ "სამეფო კლუბში" გადავა. ვეტერანი გერმანელი შუახაზელის კომენტარი ასეთია:
"მბაპეს რეალში გადასვლა? - დაიწყება ახალი ეპოქა, თუმცა არც ბაიერნი, სიტი და დანარჩენები მოდუნდებიან. მისი გადმოსვლით, ისინი იქნებიან ფავორიტები ყველა ტურნირზე, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ მადრიდელების დამარცხება მომავალში შეუძლებელი იყოს. ყველა გუნდს თავისი სუსტი წერტილი აქვს.
გვარდიოლას მანჩესტერულ გუნდში მისვლის შემდეგ, ყველას ეგონა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები იქნებოდნენ ყოველ წელს, თუმცა ეს ასე არ მოხდა. იგივე იქნება "სამეფო კლუბისა" და კილიანის შემთხვევაშიც", - განაცხადა მიუნხენელთა ყოფილმა კაპიტანმა.