გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ვეტერანი შეეხო ახალგაზრდა მეკარის მიუნხენის ბაიერნში არშემდგარ ტრანსფერს. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის გრანდი გასულ ზაფხულს აქტიურად ინტერესდებოდა ქართველი კარის დარაჯით, მაგრამ ის ვალენსიაში დარჩა.
"არ მესმის, რატომ არ იყიდა ბაიერნმა მამარდაშვილი. ის ღირს სულ რაღაც 35 მილიონი და თანამედროვე ფეხბურთში ტიტულების მომგები მოთამაშეების ფასი ბევრად მაღალია. გიორგი არის ის კარის დარაჯი, რომელიც ნოიერს წარმატებით შეცვლიდა", - განაცხადა ყოფილმა გერმანელმა შუახაზელმა.
ევროპის ჩემპიონატზე საოცარი თამაშის შემდეგ, ქართველმა მეკარემ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია. მიმდინარე ტურნირზე "ღამურების" კარის დარაჯის ანგარიშზეა 16 სეივია, რაც ამ დროისთვის საუკეთესო შედეგია. აქვე დავამატებთ, ევრო 2024-ის დაწყებამდე, მის სახელს მადრიდის ატლეტიკოსა და ნიუკასლს უკავშირებდნენ.