2025 წლის პირველი ოფიციალური შეხვედრა ინტერ მაიამის დღეს უნდა ჩაეტარებინა. კონკაკაფის ჩემპიონთა თასზე მათი მეტოქე სპორტინგ კანზას სიტი იყო.
შეხვედრას კაზას სიტიში, ჩილდრენს მერსი პარკზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ინტერ მაიამის წლის პირველი შეხვედრა ჩაიშალა.
ამ გუნდის არგენტინელმა ლიდერმა ლეო მესიმ ამ მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან კანზას სიტიში ამჟამად დიდთოვლობაა და ტემპერატურა -12 გრადუსს შეადგენს.
ვინაიდან ამხელა ვარსკვლავმა თამაშზე უარი თქვა, ხელმძღვანელობამ თამაშის გაუქმება გადაწყვიტა. წინასწარი ინფორმაციით, ეს შეხვედრა 20 თებერვალს შედგება.
ვარაუდობენ, რომ უახლოეს საათებში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და მატჩის ჩატარება შესაძლებელი იქნება.