ანზორ მექვაბიშვილი დინამო თბილისიდან კარიერას რუმინულ კრაიოვაში გააგრძელებს. 22 წლის ქართველი ნახევარმცველი უკვე რუმინეთშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 4.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
დინამო ამ გარიგებიდან მინიმუმ €500.000 მიიღებს, მომდევნო ტრანსფერიდან კი თბილისურ გუნდს 20% ერგება.
მექვაბიშვილი დინამო თბილისის აღზრდილია, 2019 წლიდან კი მთავარ გუნდში დაიწყო თამაში, რა დროშიც 113 მატჩი და 8 გოლი დაუგროვდა. ანზორი 2022 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიცაა, რომლის მაისურით დღემდე 13 თამაში ჩაატარა.
მექვაბიშვილის ახალი გუნდი, რუმინეთის ჩემპიონატში, 34 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.