ანტონიო რუდიგერის ტრავმის სიმძიმე გაირკვა — ბოლო ინფორმაცია ესპანეთიდან

რუდიგერი ტრავმის გამო დაახლოებით 4 ან 5 მატჩს გამოტოვებს — გერმანელი რეალ მადრიდს ლეგანესთან, ატლეტიკო მადრიდთან, მანჩესტერ სიტისთან და ოსასუნასთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება. დიდი შანსია რუდიგერმა მანჩესტერ სიტისთან, განმეორებით მატჩშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა.
რეალ მადრიდის ცენტრალური მცველი დიდი ალბათობით მოედანზე ჟირონასთან ან ბეტისთან მატჩში დაბრუნდება.






