სულ რამდენიმე წუთის წინ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
ანჩელოტის გადაწყვეტილებებს დიდი გამოხმაურება უკვე მოჰყვა, რადგან განაცხადში რამდენიმე ცნობილი და მაღალი დონის ფეხბურთელი ვერ მოხვდა.
იხილეთ ფეხბურთელების სია, რომლებსაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების განაცხადში ელოდებოდნენ, თუმცა საბოლოო სიაში ვერ მოხვდნენ:
- უგო სოუზა (კორინთიასი)
- ბენტო (ალ ნასრი)
- ტიაგო სილვა (პორტო)
- კარლოს აუგუსტო (ინტერი)
- ლუკას ბერალდო (პსჟ)
- ანდრეი სანტოსი (ჩელსი)
- ჟოაო გომესი (ვულვზი)
- გაბრიელ სარა (გალათასარაი)
- რიშარლისონი (ტოტენჰემი)
- სავინიო (მანჩესტერ სიტი)
- ჟოაო პედრო (ჩელსი)
სიაში ვერ მოხვდა სამი ტრავმირებული ფეხბურთელიც, კერძოდ ედერ მილიტაო (რეალ მადრიდი), როდრიგო (რეალ მადრიდი) და ესტევაო (ჩელსი).








