ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, კომენტარი გააკეთა მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, რომელმაც დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ თავისი გუნდის შანსები შეაფასა:
"რეალი შეეცდება უკანასკნელ 10 წელიწადში მეექვსე ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებას. საოცარი გრძნობაა, როდესაც სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ისტორიულ სტადიონზე - უემბლიზე - თამაშობ და ეს ყველასთვის ორმაგი მოტივაციაა. ფინალია და შესაბამისად, ადვილი მატჩი არ გველის", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელებს თავიანთ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვთ 14-ჯერ. ორი ტიტული ამ კლუბს სწორედ ამჟამინდელმა სპეციალისტმა მოაგებინა. 2014 წელს, "სამეფო კლუბმა" დაამარცხა მეზობელი ატლეტიკო, 2022-ში კი - ლივერპული.