"ანჩელოტი უნდა წავიდეს! ცვლილებებია საჭირო."
"კარგია, კლუბში ანჩელოტის გაშვებაზე რომ ფიქრობენ. არსენალთან მატჩში გამოჩნდა, რომ მისი ფეხბურთი აღარ მუშაობს."
"ყველაფრისთვის მადლობა კარლოს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს ზაფხულში მთავარი მწვრთნელი შეიცვლება."
"გასაგებია ტრავმები და დაცვაში პრობლემები, მაგრამ როდესაც შეტევაში გყავს მბაპე, ვინისიუსი, როდრიგო და ბელინგემი, არსენალს მაინც უნდა უგებდე."
"მიკელ არტეტამ, რომელსაც კარლო ანჩელოტის ნახევარი გამოცდილებაც კი არ აქვს, იტალიელს ყველაფერში აჯობა... ეს მიუღებელია."
"არსენალთან მარცხი გასაკვირი არაა. გუნდმა ატლეტიკოსთანაც საშინელი ფეხბურთი აჩვენა, უბრალოდ გაგვიმართლა და 1/4 ფინალში ჩვენ გავედით. გუნდს სათამაშო გეგმა არ გააჩნია, ეს დღესაც კარგად გამოჩნდა."
"მათ გაბრიელ მაგალიაესი აკლდათ, დაცვის ფლანგზე ბავშვი დარბოდა და ფორვარდის პოზიციაზე საყრდენი ეყენათ - ასეთ გუნდთან 3-0 როცა წააგებ, შენი ფეხით უნდა წახვიდე."
"არ ვიცი მეორე თამაშში რა მოხდება და ზოგადად სეზონი როგორ დასრულდება, მაგრამ მომდევნო სეზონში ანჩლოტი გუნდის მთავარი მწვრთნელი არ უნდა იყოს."











