ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, კარლო ანჩელოტისა და ხოსეპ გვარდიოლას შორის არჩევანი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ სიტის სპეციალისტი "ფურია როხას" დამრიგებლის თანამემამულეა, მან უფრო წინ იტალიელი ტაქტიკოსი დააყენა.
"სტატისტიკით, გვარდიოლა ტიტულს იგებს ყოველ 24 მატჩში და ის კომპონენტში მიუღწეველ მწვერვალზე დგას. შთამბეჭდავია, თუმცა ანჩელოტი უბრალოდ ფასდაუდებელია. კარლო ერთადერთია, ვინც ხუთივე ტოპ ლიგაში ჩემპიონი გახდა. ამასთან ერთად, მან ჩემპიონთა ლიგაც 5-ჯერ მოიგო, რაც საოცარი შედეგია.
უბრალოდ გაიაზრეთ, იტალიელ მწვრთნელზე მეტი ჩემპიონთა ლიგა აქვს მხოლოდ ოთხ გუნდს - რეალს, მილანს, ბაიერნსა და ლივერპულს. ჩემპიონთა ლიგის ტიტულები მოგებული აქვს პეპსაც, მაგრამ მას ბარსელონადან წასვლის შემდეგ, ამ ჯილდოს მოსაპოვებლად 10 წელზე მეტი დრო დასჭირდა", - განაცხადა პირენეელთა დამრიგებელმა.