ანჩელოტი: "წარსულიდან გამომდინარე დღევანდელი მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია"

აღნიშნული მატჩის დაწყებამდე, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული შეხვედრაა.
"წარსულიდან გამომდინარე, დღევანდელი მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. მილანმა ტურნირი მძიმედ დაიწყო, თუმცა, მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და სახიფათო გუნდია. ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება და მზად ვართ ამისთვის" — განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
რეალისა და მილანის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე გაიმართება.








