მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ რონალდო ნაზარიოსთან შეხვედრა გაიხსენა. მათი გზები მილანში გადაიკვეთა, 2007-2008 წლებში. ბრაზილიელი ფორვარდი "სამეფო კლუბიდან" "როსონერიში" გადმოვიდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში და მას წონასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
"როდესაც რონალდო გადმოვიდა მილანში, ის იწონიდა 100 კილოგრამს. სადებიუტო შეხვედრის წინ, მას ვუთხარი, რომ სანამ წონაში არ დაიკლებდა, ვერ ითამაშებდა. ნაზარიო არ დამეთანხმა და მიპასუხა: "გინდა რომ ვირბინო თუ გოლები გავიტანო? თუ მხოლოდ სირბილია, მაშინ სათადარიგოთა სკამზე დამტოვე.
თუ ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ, მოედანზე გამომიშვი", - თქვა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა. მაინც გადავწყვიტე მისი სასტარტოში დაყენება - ის არ დარბოდა, მაგრამ დუბლი გაიფორმა", - გაიხსენა იტალიელმა სპეციალისტმა. საუბარია სიენასთან გამართულ მატჩზე, რომელიც "შავ-წითლებმა" ანგარიშით 4:3 მოიგეს.
ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ტრავმების გამო ლომბარდიული კარიერის უმეტესი ნაწილი გამოტოვა. მან მოახერხა მხოლოდ 20 შეხვედრის ჩატარება, რომელშიც 9 ბურთი გაიტანა. ანჩელოტის გუნდის შემდეგ, ლეგენდარული მე-9 ნომერი გადავიდა კორინთიანსში, სადაც მალევე კარიერაც დაასრულა.