ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა კაპიტანმა, მარკოს კაფუმ, თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში კარლო ანჩელოტის შესაძლო დანიშნვის შესახებ ისაუბრა. პრესაში საკმაოდ აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდის რეალის შემდეგ, ტიტულოვანი იტალიელი სპეციალისტის ბოლო გაჩერება სწორედ "სელესაო" იქნება.
"ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში? - ეს არანორმალურია. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს უცხოელი მწვრთნელი არასდროს ჰყოლია. გულშემატკივრები ამ ყველაფერს უბრალოდ ვერ გაიგებენ. თავად კარლოს არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ ის გეგმავს "სელესაოში" მუშაობას, კონტრაქტზე ხელის მოწერაზე ხომ საუბარი ზედმეტია.
გულშემატკივრები იტალიელ მწვრთნელს არ ენდობიან და პრობლემა არა კონკრეტულად მასში, არამედ ზოგადად ფაქტშია, რომ ის უცხოელია. ძალიან კარგი სპეციალისტია, მაგრამ "პენტაკამპეონეში" ის ვერ იმუშავებს", - განაცხადა ბრაზილიელმა ექს-განაპირა მცველმა, რომელიც "სამეფო კლუბის" ამჟამინდელ დამრიგებელთან ერთად, 2003-2008 წლებში მილანში მუშაობდა.