მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გაიხსენა, თუ როგორ თქვა უარი რობერტო ბაჯოს ტრანსფერზე პარმაში მუშაობის დროს. იტალიელმა სპეციალისტმა თანამემამულე შემტევი არ გაიფორმა ტაქტიკური მიზეზების გამო, მაგრამ მოგვიანებით, მან იმავე ვითარებაში ზინედინ ზიდანზე ვერ თქვა უარი.
"იმ დროს მე ვიყენებდი ერთადერთ სქემას, 4-4-2-ს, რომელიც ავითვისე მილანში, საკისთან. ბაჯოს ტრანსფერზე უარის თქმა მომიწია, რადგან ჩემს გუნდში 10-იანის ადგილი არ იყო. რობერტოს ავუხსენი, რომ პარმა ითამაშებდა ორი ფორვარდითა და ვინგერებით, რის შედეგადაც მან ბოლონიაში წასვლა გადაწყვიტა.
წლების შემდეგ, იგივე პრობლემა შემექმნა ზიდანთან მიმართებით იუვენტუსში. იქაც 4-4-2-ს ვნერგავდი, თუმცა ის იყო ჩემი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე და ცხადია, ტაქტიკის შეცვლა მომიწია. ზიზუს ვერგამოყენებას, ახალი სქემის დანერგვა ვარჩიე", - განაცხადა ტურინელთა ყოფილმა სპეციალისტმა.