26 ივლისს პარიზის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება, ქართველი ოლიმპიელები ასპარეზობას 27 ივლისიდან დაიწყებენ, ამავე დღეს სადებიუტო ოლიმპიადაზე შეჯიბრში ჩაერთვება 15 წლის მოცურავე ანა ნიჟარაძე (ბატერფლაი, 100 მ.).
ანა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასაკით ყველაზე პატარა ოლიმპიელია.



















