პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე. - 52 კგ. კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა პარალიმიური თმაშების ნახევარფინალში ირანელ ზაჰრა რაჰიმთან 6:0 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთვება.
ნახევარფინალამდე ქართველმა მეოთხედფინალში თურქ, პეკინის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონს მერიენ ბელუთ ჩავდარს დაძაბულ ბრძოლაში 7:6 მოუგო. პარალიმპიადის საწყის შეხვედრაში კი ანამ აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლა აგუილა რამოსი დამაჯერებელად, 22:2 დაამარცხა.
ანას შემდეგი მეტოქე ეგვიპტელი სალმა ალი აბდ ალ მონემ ჰასანი იქნება, შეხვედრა თბილისის დროით, დაახლოებით, 21:38 საათზე დაიწყება.












