მანჩესტერ იუნაიტედმა თავისი საყრდენი ნახევარმცველის, სოფიან ამრაბატის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ ის ფლორენციის ფიორენტინას საკუთრებაა და "წითელ ეშმაკებში" იჯარით თამაშობს. კლუბი მაროკოელ ჩამშლელს არ გამოისყიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ სეზონის ბოლოს ის "ვიოლაში" დაბრუნდება.
"მანკუნიანელების" საყრდენმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონზე, საერთო ჯამში, 19 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა შედეგიანი ქმედებები მის ანგარიშზე არ არის. როგორც ვხედავთ, 27 წლის ჩამშლელმა ვერ მოახერხა "ოცნებათა თეატრში" ადაპტაციის გავლა და ამ წლის 1 ივლისიდან ის კვლავ "იებს" შეუერთდება.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდის ოთხიანმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიქცია, მაროკოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ამრაბატის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება, დაახლოებით, 30 მილიონია და როგორც ვხედავთ, მანჩესტერი ამ თანხის გადახდას არ აპირებს.