2 და 5 ივნისს, საქართველოს ნაკრები რუმინეთის და ბაჰრეინის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს. მოახლოვებული მატჩების წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
დებიუტანტი ნაკრებში
"იეგოიანმა ნიდერლანდებში სტაბილური სეზონი ჩაატარა. მას დიდი ხანია ეროვნული ნაკრების კანდიდატად მივიჩნევთ. წლის დასაწყისშივე ვიცოდთ, რომ მალე გამოვიძახებდით. იეგოიანი არის მოთამაშე, რომელიც მაღალი ინტენსივობით ამაშობს და თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლია. ეს მისთვის პირველი შეკრება იქნება და ადაპტაცია ექნება გასავლელი."
ამხანაგურ მატჩებზე
"ამ პერიოდში, მეტოქეების პოვნა იოლი არ არის, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება. რუმინეთი საკმაოდ კარგი ნაკრებია და კარგი მოთამაშეები ჰყავთ. ბაჰრეინს რაც შეეხება, ამ მატჩში შეიძლება შანსი უფრო ახალ ფეხბურთლეებს მიეცეს. ვფიქრობ, ეს ორი მატჩი განსხვავებული სტილის იქნება. ამხანაგური თამაშებია, მაგრამ ყოველთვის გამარჯვება გვსურთ."
ფეხბურთელების მდგომარეობაზე
"კვარა ჩემპიონთა ლიგის ფინალს თამაშობს, ზურიკო საფრანგეთში ფლეი-ოფს, ჩაკვე და გოგლიჩიძე სეზონის მაისის სტარტზე მორჩნენ, შევხედავ, რა მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები ფიზიკურად."
ხვიჩა კვარაცხელიაზე
"ბაიერნთან მოგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩას ვესაუბრე. შევთანხმდით, რომ რუმინეთთან მისი თამაში გამორიცხული იქნება. მას ნაკრებთან ყოფნა ძალიან უნდოდა და ბაჰრეინთან მატჩში მოვიაზრებთ, რომ ითამაშოს. სეზონის პირველ ნახევარში ხვიჩამ კრიტიკა მიიღო. ამბობდნენ, რომ მხოლოდ დიდ თამაშებში იხარჯებოდა და პატარა გუნდებთან ნაკლებს შრომობდა. ვყელაზე მეტად რაც მომეწონა ის იყო, რომ მას ერთი სიტყვაც არ უტქვამს ამ კრიტიკაზე, შრომა გააგრძელა და კრიტიკოსებს პასუხი მოედანზე გასცა. ეს იმის ნიშანია, თუ როგორი მენტალიტეტის ფეხბურთელია ხვიჩა. მის მიდგომებს ძალიან ვაფასებ. არ ვიცი, ამ მომენტისთვის საუკეთესოა თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელებს, ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს"
მცველის პოზიციაზე
"ბევრი ფეხბურთელის გამოძახება შეიძლება, თუმცა მთავარია, რომ მათ ის დონე დაამტკიცონ, რაც ნაკრებს შეეფერება. მარტში მამაგეიშვილი გამვცადეთ და თავი კარგად გაართვა, მას მარჯვენა მცველის პოზიციაზე მომავალშიც განვიხილავთ. გვყავდა ახალბედა ცენტრალური მცველები. შეუძლებელია, რომ ყველა ამხანაგური თამაშისთვის შემადგენლობა გადავახალისოთ. ის შემადგენლბოა გამოვიძახე, რომლებიც ნაკრების ამჟამინდელ სისტემას ერგებიან."
გურამ კაშიას ნაკრებიდან წასვლაზე
"დიდი ხანი დამჭირდება იმისთვის, რომ კაშიას დადებით თვისებებზე ვისაუბრო. მას ვაფასებ როგორც ადამიანს და როგორც ნაკრების კაპიტანს. გურამს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, მოთამაშეებთან და სტაფთან ურთიერთობაში ის გამორჩეული იყო და ქართულ ფეხბურთს ძალიან დააკლდება."








