ლიონის ოლიმპიკში გადასვლის შემდეგ, ენდრიკ ფელიპე მორეირა დე სოუზას კვლავ ჰკითხეს საყვარელი ფეხბურთელების შესახებ. შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ, ბრაზილიელი ფორვარდის არჩევანი იყო ასეთი: ბობი ჩარლტონი და კრიშტიანუ რონალდუ. ახალგაზრდა შემტევის პასუხმა საფეხბურთო სამყაროში ხუმრობების მთელი ტალღა გამოიწვია.
გაკვირვებას იწვევდა ის ფაქტი, თუ სად მოასწრო მადრიდის რეალის საკუთრებაში მყოფმა თინეიჯერმა თავდამსხმელმა ინგლისელი ლეგენდის თამაშის ყურება, რომელიც საფეხბურთო მოედანზე 1950-1970 წლებში ბრწყინავდა. "ლომების" მე-9 ნომერს მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი ამჯერად არ დაუსახელებია.
"საყვარელი ფეხბურთელები? რონალდო, რონალდუ და ადრიანო. რაც შეეხება ჩარლტონს, მისი თამაში არ მაქვს ნანახი, ის უბრალოდ ვიდეოთამაშებში მხვდებოდა."
Who is your football idol?
— Jack Ryder (@wanderimam61804) January 26, 2026
Endrick: "Cristiano, Adriano, Ronaldo Nazario."
What about Sir Bobby Charlton?
Endrick: "I haven't seen Bobby, I've only seen him in video games." 😁 pic.twitter.com/J4iUM0TH9N












