საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისმა საერთაშორისო ტურნირ „შავი ზღვის თასს” მეორედ უმასპინძლა.
„შავი ზღვის თასის” ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა. მასპინძლებმა ტიტული დაიცვეს, ამჯერად ფინალში ბულგარეთის ნაკრები 27-19 დაამარცხეს. ბრინჯაოს მედალი ქართულმა გუნდმა "Grandpas” მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახეთის ნაკრებს 33-31 მოუგო.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე ვარძელაშვილი (საქართველოს ნაკრები) გახდა, დაცვის საუკეთესო მოთამაშე - სტოიჩო მიტევ (ბულგარეთი), ხოლო შეტევის - კონსტანტინე ჩიკვატია (საქართველო).
ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 6 ქვეყნის ნაკრებმა გუნდმა.












