კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისი მონდორფს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.
"მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი მოვიგეთ, ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გველის, რადგან დინამო თბილისი არამხოლოდ თბილისს, არამედ მთელ საქართველოს ეხება.
დინამო არენაზე თამაში კარგი იქნებოდა, რადგან ისტორიული არენაა და ჩვენი საშინაო მოედანი, თუმცა იმედია, მესხის სტადიონზეც ბევრი გულშემატკივარი მოვა.
რაც შეეხება იბერიას, ვულოცავ მათ ამ წარმატებას. ეს არამხოლოდ მათი, არამედ ყველას წარმატებაა და რაც უფრო მეტი ქართული კლუბი მიაღწევს ევროპულ ასპარეზზე წარმატებას, ყველასთვის უკეთესი იქნება.
რაც შეეხება ტელევიზიებს. ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ ფაქრია - ქართულ ტელევიზიებს ურჩევნიათ თურქული და ბრაზილიური სერიალები აჩვენონ და არა ის, რომ ქართული კლუბები ევროტურნირებზე იღებენ მონაწილეობას. მხოლოდ პოლიტიკაზეა საუვარი და ფეხბურთი არავინ აინტერესებს.
დარწმუნებული ვარ, საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ეს ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, როცა ათასობით ადამიანი იყო გერმანიაში ჩასული. ამ თემაზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ არანაირი წინსვლა არ არის", - განაცხადა ქეცბაიამ.












