ალ-დუჰაილის ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ისაუბრა თავის ყოფილ გუნდზე, პარის სენ-ჟერმენზე. ვეტერანმა ფეხბურთელმა გაიხსენა ფრანგულ კლუბში გატარებული პერიოდი და იტალიელმა შუახაზელმა ისიც აღნიშნა, რომ პსჟ-ს შეუძლია გასულ სეზონში მიღწეული წარმატების გამეორება.
"პარის სენ-ჟერმენმა გასულ სეზონში წარმატებას მიაღწია ვარსკვლავების გარეშე? ვერ დაგეთანხმებით. უბრალოდ გადახედეთ ამ გუნდის შემადგენლობას. პსჟ-ს ჰყავს ვარსკვლავები, მაგრამ წარმატების საიდუმლო იმალება არა კონკრეტულ მოთამაშეებში, არამედ გუნდურ სულისკვეთებაში.
ჩემი აზრით, "ლურჯ-წითლები" მომავალში კიდევ არაერთ ტიტულს დაეუფლებიან. დიახ, აქ აღარ თამაშობენ მესი, ნეიმარი, დი მარია და მბაპე, მაგრამ ენრიკეს გუნდს აქვს სხვა, ახალი ხიბლი, რომელმაც კლუბს დიდი წარმატება მოუტანა."






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





