ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან მოგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ბევრი ელოდა, რომ 6:0 მაინც მოვიგებდით, თუმცა ასე არ მოხდა და ამაზე არ ვწუხვართ, რადგან შედეგს მივაღწიეთ, მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ.
საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს - ამ კომპონენტში გამორჩეულია, ეს ვიცოფით და ვცდილობდით, რომ მეტოქეს ჩვენს ნახევარზე სწრაფად გადასვლის საშუალება არ ჰქონოდა.
ასევე იმასაც ვიტყვი, რომ მათ საოცარი მეკარე ჰყავთ და ბევრი რამ მისი დამსახურებაცაა. როგორც ვამბობდი, ჩვენი დანაკლისი დიდია, თუმცა შედეგია მიღწევა დანარჩენ ფეხბურთელებსაც შეუძლიათ", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.








