ალონსო: "ყველამ ვიცით ვინ მოიგებს 2024 წლის სეზონს"

"ვერსტაპენი და რედ ბული დომინანტები არიან და ვფიქრობ, ყველამ ვიცით ვინ მოიგებს 2024 წლის სეზონს - ასეთი სპორტია ფორმულა 1" - განაცხადა ესპანელმა მრბოლელმა.
ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონი 2 მარტს, ბაჰრეინში დაიწყება და 8 დეკემბერს, აბუ დაბიში დასრულდება. წელს რეკორდული, 24 გრან პრი, გაიმართება.







