ქართველმა ფალავანმა მძიმე წონაში იასპარეზა და 3 ორთაბრძოლა მოიგო. 1/4 ფინალში ყაზახი მეტოქე იპონით დაამარცხა, 1/2 ფინალში ამერიკელ ძიუდოისტს იპონის და ვაზარის უპირატესობით მოუგო, ხოლო ფინალში შიდოებით აჯობა მონღოლს და ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მერვედ გახდა.
ორი საჭიდაო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 10 მედალი აქვს მოგებული:








