რიო ფერდინანდმა მანჩესტერ იუნაიტედს ურჩია ფეხბურთელი, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც ხელმისაწვდომია. საუბარია პოლ პოგბას შესახებ, რომელიც მარტში საფეხბურთო მოედანზე დაბრუნების შემდეგ, თავისუფალი აგენტი იქნება. შეგახსენებთ, რომ ტურინის იუვენტუსმა ფრანგ ფლეიმეიქერს კონტრაქტი გაუწყვიტა.
"პოგბა მანჩესტერში? ამორიმის ადგილზე რომ ვიყო, მას შევთავაზებდი მინიმუმ ვარჯიშს, თანაც ახლავე. იმ შემთხვევაში, თუ ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, იუნაიტედში დავაბრუნებდი. არ ღირს პოლის დონის მოთამაშის ხელიდან გაშვება და ჩამოწერა", - განაცხადა ყოფილმა ინგლისელმა უკანახაზელმა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ფრანგი ნახევარმცველი. "წითელი ეშმაკების" ინტერესზე არაფერი ისმის, ჭორის დონეზე კი მისი სახელი ინტერ მაიამისა და ოლიმპიკ მარსელს დაუკავშირეს.