იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, ფროსინონეს ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესი განჩდა.
მისი შეძენით რომა და მისი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ინტერესდება, რაზეც იტალიური La Gazzetta Dello Sport წერს.
"კვერნაძე - ახალი კვარაა - მარცხენა გარემარბი, რომელიც გასპერინის აღაფრთოვანებდა — მზადაა თუ არა ის „ჯალოროსისთვის“?
რომა გიორგი კვერნაძის გადაბირებას გეგმავს; ის დიდი ხანია, მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისა და სპორტული დირექტორის, ტონი დამიკოს ინტერესის სფეროშია. დამიკო აღფრთოვანებულია ამ „მარგალიტით“, რომლის ნიჭი, ტექნიკა და სისწრაფე მასიმილიანო ალვინის გუნდის თამაშს ახალ დონეზე აჰყავს.
ფროსინონე მას სოლიდური თანხის გარეშე არ შეელევა: საუბარია მინიმუმ 25 მილიონზე. იტალიის ჩემპიონატში მიღებული გამოცდილებისა და ფროსინონეში საგრძნობლად გაზრდილი ოსტატობის წყალობით, ქართველმა ფეხბურთელმა გადაასწრო კიდევ ერთ კანდიდატს, რომელსაც რომა აკვირდებოდა - ჯეიმი ბაინო-გიტენსს, თუმცა ამ უკანასკნელისთვის კარი ბოლომდე დახურული არ არის.
კვერნაძე თამაშს ფლანგიდან იწყებს, ბურთს მარჯვენა ფეხით ოსტატურად ექცევა და ბუნებრივი სიმარტივით, მეტოქისთვის მოულოდნელად, ცენტრისკენ იწევს. მას შემდეგ, რაც გიორგი იტალიაში ჩავიდა, მუდმივად ისმის პარალელები ხვიჩა კვარაცხელიასთან. ისინი ერთმანეთს ჰგვანან პოზიციით, სათამაშო სტილითა და ეროვნებით.
მისმა თამაშმა არა მხოლოდ რომასა და სხვა იტალიური კლუბების, არამედ პრემიერლიგისა და ბუნდესლიგის სკაუტების ყურადღებაც მიიპყრო; ისინი „სტადიო სტირპეს“ VIP-ლოჟებშიც კი შენიშნეს. ცხადია, რომ ქართული „ოქროს საბადოდან“ გამოსული ამ ნიჭიერი ფეხბურთელისთვის დიდი ნაბიჯის გადადგმა და „კვარას“ გზის გაგრძელება მხოლოდ დროის საკითხია", - წერს იტალიური გამოცემა














