ოფიციალურად — მანუელ ნოიერი ბაიერნში კიდევ ერთი სეზონით დარჩება! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს და ვეტერანმა კარის დარაჯმა ახალი 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
იმის მიუხედავად, რომ "რეკორდმაისტერი“ სეზონის სტარტზე ახალი მეკარის დამატებას განიხილავდა, კლუბმა მანუელ ნოიერის შენარჩუნება მაინც გადაწყვიტა.
მანუელ ნოიერი ბაიერნის ღირსებას 2011 წლიდან იცავს. გერმანელმა მეკარემ ამ პერიოდში 498 მატჩის ჩატარება მოასწრო.








