საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი ერთა ლიგის პლეიოფის განმეორებით შეხვედრაში 6:1 გაანადგურა. აღნიშნულ დაპირისპირებაში "ჯვაროსნებმა" გაიმეორეს გერმანიის მიღწევა: არსებობს მხოლოდ 2 ეროვნული გუნდი, რომელთანაც "წითლებმა" მინიმუმ 5-ბურთიანი სხვაობით 2-ჯერ წააგეს.
"ბუნდესნაკრების" შემთხვევაში მინიმუმ ხუთგოლიანი სხვაობით მარცხი მოხდა 2014 და 2021 წლებში, ამიერკავკასიელებმა ჯერ წააგეს 1:6, შვიდი წლის შემდეგ კი 0:6. რაც შეეხებათ "თეთრ-წითლებს", 0:7 1997 წელს და 1:6, 28 წლის შემდეგ. ასევე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ მხოლოდ იტალიასა და ნორვეგიას მოუგია "მთიელებისთვის" საქართველოზე დიდი ანგარიშით, 9:1 და 9:0.
"სკუადრა აძურამ" სომხეთი გაანადგურა 2019 წელს, "ვიკინგებმა" კი სამი წლის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ 1997 წლიდან - 2019-მდე, რეკორდი სწორედ "ჯვაროსნებს" ეკუთვნოდათ. აქვე დავამატებთ იმასაც, გიორგი მიქაუტაძეს "წითლების" კარში დაუგროვდა 4 ბურთი, მასზე მეტი აღნიშნული გუნდისთვის მხოლოდ ანდრეი შევჩენკოსა (7 ბურთი) და კრიშტიანუ რონალდუს (5 ბურთი) აქვთ შეგდებული.
ფეხბურთთან ახლოს #5 | მოგება სომხეთთან და უსიამოვნო ინციდენტი მატჩის შემდეგ
პრემიერ ლიგის მეექვსე ტურში ლონდონის ჩელსიმ საკუთარ კედლებში მიიღო ბორნმუთი, რომელიც ანგარიშით 5:1 გაანადგურა. მასპინძლების მხრიდან დუბლი გაიფორმეს ჯორდან ჰედნერსონმა და ჟოაო პედრომ, 1 ბურთიც მორგან როჯერსმა შეაგდო. აღნიშნული მოგებით ინგლისის ჩემპიონატში დასრულდა "ლურჯთა" წარუმატ…
პრემიერ ლიგის მეექსვე ტურში არსენალმა საკუთარ კედლებში მიიღო ლიდს იუნაიტედი, რომელიც ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მასპინძლები აგებდნენ, მაგრამ შემდეგ, ლონდონელებმა ბრუნო გიმარაესისა და რიკარდო კალაფიორის გოლებით ქამბექი მოახდინეს. აღნიშნული მოგებით, "მეთოფეები" აგროვებენ 15 ქულას და…
15 ოქტომბრიდან, საბერძნეთში, კერძოდ კრეტაზე, მინი ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგა იწყება, სადაც მონაწილეობას ქართული გუნდიც მიიღებს. Socca Champions League-ზე საქართველოს სახელით მასტერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი Crystalbetწარსდგება, ტურნირში მონაწილეობას 120 გუნდი იღებს. აღსანიშნა…
ყოველი თვე, La Gazzetta dello Sport Georgia, Kinkladze Foundation და Master League ერთად მასტერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო გოლის გამოკითხვებს შემოგთავაზებთ. Master League-ს 2026 წლის სეზონის, სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებენ:ბექა რაზმაძე…
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, გვიბრუნდება საკლუბო ფეხბურთი, შაბათის მატჩის დღით, სადაც ყველაზე საინტერესო მოვლენა გაიმართება მადრიდში: რეალი გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. რეალი VS ვილიარეალი | 23:00 რეალი და ვი…
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: ლივერპული vs. მანჩესტერ სიტი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქსირეთ…
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიოანტზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. -100 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ილია სულამანიძე გახდა — 25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. საქართველოს ნა…