30 მაისს, უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა პსჟ-სა და არსენალს შორის.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, პარიზელთა ერთ-ერთი მთავარი ლიდერების, უსმან დემბელეს და ჰაკიმის მდგომარეობაზე ახალი ინფორამცია გავრცელდა.
მოგეხსენებათ, დემბელემ ლიგა 1-ის მატჩში ტრავმა მიიღო და იძულებით შეცვალეს. დღეს დადასტურებული ინფორმაციით, დემბელე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მწყობრში იქნება.
3 კვირიანი პაუზის შემდეგ, მაროკოელი მცველი აშრაფ ჰაკიმი ვარჯიშს განაახლებს და ფინალისთვის მოემზადება. შესაბამისად, პსჟ ამ მნიშვნელოვან მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





