პარიზი პარალიმპიური თამაშების დასკვნით დღეს ქართველთააგან პარაწოლჭიმშიაკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) იასპარეზა, 250 კგ. დაძლია და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
აკაკი ჯინჭარაძე ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მრავალგზის გამარჯვებულია.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის, 9 ცხრა მედალი მოიპოვა. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა რევაზ ჩიკოიძემ, ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.
პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე და პრიზიორი ანა ჯაფარიძე სამშობლოში დაბრუნდნენ
ანა ჯაფარიძემ პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ნინო თიბილაშვილმა პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა



















