ცოტა ხნის წინ, ლივერპულის ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა ,რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერო მოჰამედ სალაჰი მერსესაიდულ კლუბს დატოვებს.
ამ ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოცხადება თავად ეგვიპტელის გადაწყვეტილება იყო, რათა მათდამი პატივისცემის გამო, გულშემატკივარს დროულად სცოდნოდა ყველაფერი.
2017 წლის ზაფხულში რომადან გადასული მე-11 ნომერი ლივერპულის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ ჩამოყალიბდა, რომელმაც კლუბს პრემიერ ლიგის ორი ტიტულის, ჩემპიონთა ლიგის, ფიფას საკლუბო მსოფლიო თასის, უეფას სუპერ თასის, FA თასის და ორი ლიგის თასის, ასევე FA Community Shield-ის მოგებაში დაეხმარა.
435 მატჩში გატანილი 255 გოლით, ეგვიპტელი ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში მესამე ადგილზეა, ოთხჯერ მოიგო პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი და მრავალი ინდივიდუალური ჯილდო.
— Mohamed Salah (@MoSalah) March 24, 2026

![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)










