9 მედალი მოიპოვა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 15-წლამდელთა ჩემპიონატზე.
ბულგარეთში გამართულ შეჯიბრებაზე ქართელებმა ოთხი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.
ვიცე-ჩემპიონები რეზი იობიძე (38 კგ), გიორგი გრიგალაშვილი (57კგ), იოანე გავაშელიშვილმლი (62 კგ) და ედუარდ მანველიშვილი (75 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ლუკა დოთიაშვილმა (44 კგ) ლ, ზურაბ დოთიაშვილმა (48 კგ), გიორგი ლობჟანიძემ (52 კგ), გიორგი სოლომონიძემ (68 კგ) და ანდრია დოიჯაშვილმა (85 კგ) დაისაკუთრეს.
შეგახსენებთ,ასევე გუნდური მეორე ადგილი და 6 მედალი დაისაკუთრეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა. მათ ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.
ჩემპიონობა ნიკოლოზ კუტუბიძემ (68 კგ) და ლევონ ბარდეღიანმა (75კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი გაბრიელ თავბერიძე (62 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ლევან ტოტიკაშვილმა (38კგ), ლუკა საგინაძემ (44კგ) და გიორგი ვაშაყმაძემ (57კგ) მოიპოვეს.
ისტორიული ოქრო მოიპოვა ქალთა ჭიდაობაში მაია შავაძემ. მაია პირველი ქართველი გოგოა, რომელმაც 15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.








