სულ რამდენიმე დღეში სტარტს მთავარი საფეხბურთო მოვლენა - მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს.
სპეციალურად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, FIFA-მ შემოიღო რამდენიმე ახალი საფეხბურთო წესი, რომელიც მუნდიალზე იმოქმედებს.
ამიერიდან, VAR არამხოლოდ წითელი ბარათის ჩვენების დროს, არამედ ყვითელი ბარათის ჩვენების დროსაც ჩაერევა, თუ მოთამაშისთვის ეს მეორე ყვითელი ბარათი იქნება.
ამასთან ერთად, VAR საქმეში ჩაერთვება მაშინ, თუ მსაჯი ამა თუ იმ გუნდის სასარგებლოდ საკამათო კუთხურს დანიშნავს.
მოთამაშეები, რომელიც კამათის ან ჩხუბის დროს სახეს პირიქით დაიფარავენ, ავტომატურად დაისჯებიან წითელი ბარათით.
მოთამაშეები, რომლებსაც თამაშის დროს სამედიცინო ჩარევა დასჭირდებათ, უნდა დარჩნენ მოედნის გარეთ ერთი წუთით.
შეცვლის დროს, თუ ფეხბურთელმა მოედანი 10 წამის განმავლობაში არ დატოვა, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი მინდორზე 1 წუთის განმავლობაში ვერ შემოვა.
თუ თავისუფალი დარტყმის, კუთხურის ან აუტის შესრულების დროს მოთამაშეს 5 წამზე მეტი დასჭირდა, ბურთი მოწინააღმდეგე გუნდს გადაეცემა.
ყვითელი ბარათები გაუქმდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ასევე 1/4 ფინალების შემდეგაც, რათა დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდეს.
თითოეულ ტაიმში, მსაჯი ვალდებულია 3-წუთიანი შესვენება გამოაცხადოს. ე.წ "წყლის შესვენება."












