ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გვხვდება შვიდი ადამიანი, რომელმაც აღნიშნული ტიტული მოიგო როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგშიც. პირველმა ეს შეძლო მიგელ მუნიოსმა, რომელმაც მადრიდის რეალის მოთამაშის რანგში ჩემპიონთა თასი მოიგო 1957-1959 წლებში, როგორც დამრიგებელმა კი 1960 და 1966 წლებში.
შემდეგი იყო ჯოვანი ტრაპატონი - როგორც ფეხბურთელმა მილანში, 1963 და 1969 წლებში, როგორც ტურინის იუვენტუსის მწვრთნელმა კი 1985 წელს. საპატიო სიას 1992 წელს შეუერთდა იოჰან კრუიფიც, მოგვიანებით კი კარლო ანჩელოტი, ფრანკ რაიკაარდი, პეპ გუარდიოლა და ზინედინ ზიდანიც.
მიგელ მუნიოსი - 1957, 1958, 1959 / 1960, 1966
ჯოვანი ტრაპატონი - 1963, 1969 / 1985
იოჰან კრუიფი - 1971-1973 / 1992
კარლო ანჩელოტი - 1989, 1990 / 2003, 2007, 2014, 2022, 2024
ფრანკ რაიკაარდი - 1989, 1990, 1995 / 2006
პეპ გუარდიოლა - 1992 / 2009, 2011, 2023
ზინედინ ზიდანი - 2002 / 2016, 2017, 2018