მცხეთამ ნიჩბოსნობაში „დრაგონ ბოათის“ საერთაშორისო ტურნირს -„ევროპის ღია თასი“ უმასპინძლა. საქართველოს ნიჩბოსნობის ნაკრებმა ხუთი - ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა.
24-წლამდელებმა 200-მეტრიან დისტანციაზე კატეგორიაში open small boat-ი ოქროს მედალი მოიპოვეს.
კატეგორიებში - Premier women small boat-ი და Premier open small boat-ი 500- და 200-მეტრიან დისტანციებზე ოქროსა და ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს.
ბრინჯაოს მედლები კი კატეგორიებში - Premier mixed small boat-ი და Premier open small boat-ი 200 და 500 მეტრ დისტანციებზე მოიპოვეს.
საერთაშორისო ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრებაში 8 ქვეყნის 18 კლუბი და 220 სპორტსმენი მონაწილეობდა.












